Decoder: Mano Le Tough & Tade

  • თბილისში დაფუძნებული ელექტრონული მუსიკისა და ციფრული ხელოვნების ფესტივალების სერია DECODER, 7 ოქტომბერს, გერმანიაში მოღვაწე ირლანდიელი DJ და პროდიუსერს, Mano Le Tough-ს და ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის წარმომადგენელს Tade-ს უმასპინძლებს. MANO LE TOUGH თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის მნიშვნელოვანი და უნიკალური ჟღერადობის მქონე არტისტის - NIALL MANNION-ის სასცენო სახელია. 2012 წლიდან THE DRIFTER და BAIKAL-თან ერთად მართავს ლეიბლს MAEVE, სადაც გამოიცემიან ისეთი არტისტების რელიზები როგორებიც არიან: MATTHEW DEKAY, RIPPERTON, DIXON. BUZZING FLY და INTERNASJONAL-ზე გამოცემული წარმატებული EP-ბის შემდეგ, 2013 წელს MANO LE TOUGH-ს სადებიუტო ალბომი CHANGING DAYS მიუხენში დაფუძნებულ PERMANENT VACATION-ზე გამოვიდა რასაც კიდევ ერთი წარმატებული LP - TRAILS მოყვა. MANO LE TOUGH-ს მტკიცედ სწამს რომ დიჯეინგი ხელოვნების ფორმაა. მისმა ეკლექტურობამ, მრავალმხრივმა შესაძლებლობებმა და საკუთარი თავის მუდმივმა გამოწვევამ ისეთი კლუბების რეგულარული სტუმარი გახადა, როგორიც არის: BERGHAIN / PANORAMA BAR, TROUW, ROBERT JOHNSON, OUTPUT და ა.შ. TADE: პროდიუსერი და DJ. მისი პირველი რელიზი 2012 წელს კანადურ ლეიბლ DASH DEEP RECORDS -ზე გამოვიდა, შემდეგ იყო UNDERYOURSKIN RECORDS-ზე გამოცემული ტრეკები, რომელსაც დადებითი რეცენზიები მოჰყვა. Online Tickets: www.spacehall.com I Basket: 20 GEL II Basket / Door: 30 GEL
  • Decoder: Mano Le Tough & Tade - Página frontal
RA