• ̸

    Programa

    DJ Nobu Aux Field Zitto
  • Compartir
  • DJ NOBU: პროდიუსერი და DJ, იაპონური ტექნო სცენის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურა, ლეიბლის Bitta დამაარსებელი და Future Terror-ის ფართების სერიის ორგანიზატორი. Nobu-ს სახელს ხშირად უკავშირებენ იაპონური ანდერგრაუნდ ტექნოს განვითარებას, ამავდროულად მისი ტრეკები და სეტები წარმატებულია მსოფლიო მასშტაბით. აღსანიშნავია მისი და IORI-ს კოლაბორაციული EP - Draw/ Untitled, ასევე სადებიუტო ალბომი Diary, რომელიც 2008 წელს გამოვიდა. DJ Nobu-ს სეტები ეკლექტური და მრავალფეროვანია და ტექნოს ბევრ განსხვავებულ მიმართულებას მოიცავს. მისი თქმით არ არსებობს DJ-ზე რთული სამუშაო, თუმცა ამ საქმის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია. AUX FIELD : იგივე რეზო ღლონტი, ქართველი პროდიუსერი. 2015 წელს, პროექტით Aux Field გამოუშვა სადებიუტო ალბომი Imaginary Layers, მექსიკურ ლეიბლზე Umor Rex. ალბომმა, რომელსაც ემბიენტ და ექსპერიმენტული ჟღერადობა ახასიათებს, დადებითი გამოხმაურება მოიპოვა. რეზო ღლონტს, როგორც ლაივ შემსრულებელს, BASSIANI-ს მსმენელი იცნობს პროექტით Indyexx, ის ასევე არის დუო Datagramma-ს წევრი. Aux Field-ის ლაივებში შეხვდებით როგორც ემბიენტს, ტექნოს და დაბს, ასევე კლასიკური მუსიკის ელემენტებს. ZITTO: კლუბ BASSIANI-ის რეზიდენტი დიჯეი, რომელიც ადგილობრივ ტექნო სცენაზე საუკეთესო სეტებით გამოირჩევა. ბილეთები იყიდება: http://bassiani.com/ I კალათა: 10 ლარი II კალათა: 20 ლარი კარზე: 20 ლარი Online Tickets: www.bassiani.com I Basket: 10 GEL II Basket: 20GEL Door: 20 GEL
    • Administrador del evento
      INPUTActualiza el evento
    • Última actualización
      8 years ago
    • Enlaces promocionales
    • Coste
      20 GEL
    • ¿Hubo algún problema con el evento?
      Ponerse en contacto con el servicio de asistencia de RA tickets
  • DJ Nobu - Página frontal
RA