Concrete Night with Antigone, Francois X & Shlømo

  • CONCRETE: ყველაზე წარმატებული ტექნო კლუბი პარიზში, რომელმაც ფრანგული ანდეგრაუნდ სცენის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. CONCRETE -ს რეზიდენტები არიან: Antigone, Behzad & Amarou, Cabanne, Ben Verden, Francois X, Leo pol, Lowris და Shlømo. ლეიბლი Concrete Music 2013 წლიდან ფუნქციონირებს და მის მიზანს განსხვავებულ ჟანრებში მოღვაწე ლოკალური და საერთაშორისო მუსიკოსების გაერთიანება და ადგილობრივი სცენის ხელშეწყობა წარმოაგენს. ლეიბლზე გამოიცემიან: Antigone, Cabanne, Dario Zenker, Fred P. AKA Black Jazz Consortium, Abdulla Rashim, Stanislav Tolkachev, Le Loup, Matthew Herbert და ა.შ ANTIGONE: პარიზელი DJ და პროდიუსერი, რომელმაც ფრანგულ ტექნო სცენაზე საკმაოდ ახალგაზრდამ დაიმკვიდრა ადგილი. პირველი წარმატება 2011 წელს, Zadig-ის ლეიბლ CONSTRUCT RE-FORM-ზე, თავისი სადებიუტო Forbidden Works EP-ის გამოცემამ მოუტანა. ამას მოყვა რელიზები The Astral Traveller და The Deadly Games Of Gamma, რის შემდეგაც მისი პოპულარობა მზარდი პროგრესით ვითარდება. ფრანგი პროდიუსერი მალევე გამოჩნდა Token Records-ზე, სადაც მისი ორიენტაცია ატმოსფერულ, მელანქოლიურ და მელოდიურ ჟღერადობაზე კიდევ უფრო ნათლად გამოიკვეთა. მისმა უნიკალურმა სტილმა Antigone-ს ისეთი კლუბების კარი გაუღო, როგორიც არის TrouwAmsterdam, Corsica Studios, Tresor.Berlin (OFFICIAL), Berghain / Panorama Bar, ხოლო CONCRETE-მა იგი რეზიდენტად მიიწვია. FRANCOIS X: იგივე, François-Xavier Zoumenou, პროდიუსერი და DJ, ფრანგული ტექნო მოძრაობის გამორჩეული წარმომადგენელი. არის კლუბ CONCRETE-ის რეზიდენტი და ლეიბლის DEMENT3D დამაარსებელი, რომელზეც გამოიცემიანან: Polar Inertia, In Aeternam Vale, Antigone და ა.შ Francois X-ის პირველი სამი რელიზი ლეიბლ Deeply Rooted-ს ეკუთვნის, რასაც მოყვა ჩანაწერები: DEMENT3D , MDR Official, Pole Group და Taapion Records-ზე. არის წარმატებული პროექტის Hiss:1292 -ის მეორე ნახევარი. SHLØMO: იგივე Shaun Baron-Carvais პარიზელი პროდიუსერი და DJ, ტექნო ლეიბლ Taapion Records-ის დამაარსებელი. მისი სეტების მოსმენა წამყვან კლუბებში სულ უფრო ხშირად არის შესაძლებელი, ჩანაწერებს კი Taapion Records, Delsin Records , Wolfskuil Records, Singular Records და Uncharted Audio-ზე შეხვდებით. KANCHELI: გიორგი ყანჩელი, ერთ-ერთი გამორჩეული DJ და პროდიუსერი. კლუბ BASSIANI-ს ახალი რეზიდენტი. მისი სეტები მძიმე ატმოსფერული ტექნო ჟღერადობითა და მრავალფეროვანი სელექციით ხასიათდება.
    • Administrador del evento
      INPUTActualiza el evento
    • Última actualización
      7 years ago
    • Enlaces promocionales
    • Coste
      10/20/30
    • ¿Hubo algún problema con el evento?
      Ponerse en contacto con el servicio de asistencia de RA tickets
  • Concrete Night with Antigone, Francois X & Shlømo - Página frontal
RA