Spacehall Opening: Omar S, Kvanchi, Vakho

  • ̸

    Programa

    OMAR S Kvanchi Vakho
  • Compartir
  • 19 ნოემბერს, BASSIANI წარმოგიდგენთ ახალ, მულტიფუნქციურ პლატფორმასა და კულტურულ სივრცეს SPACEHALL, რომლის მთავარი მუსიკალური ხაზი ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა ჟანრებთან ერთად, თანამედროვე ჟღერადობის ცოცხალი მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება იქნება.SPACEHALL მდებარეობს აკაკი წერეთლის #2-ში, კლუბ BASSIANI-ს გვერდით. OMAR-S: დეტროიტ ტექნოს, ჰაუსის პიონერისა და ცოცხალი ლეგენდის Alex “Omar” Smith-ის მუსიკალური კარიერის დასაწყისი 2000' წლებს და მის მშობლიურ ქალაქს უკავშირდება, რომლის იმდროინდელ ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ თუ კულტურულ რეალობას OMAR-S-ის ისტორია საუკეთესოდ ასახავს. ცნობილია, რომ დეტროიტის სცენამ შექმნა ისეთი გენიალური არტისტები, როგორიცაა Derrick May, Carl Craig, Jeff Mills, Drexciya, თუმცა ახალი თაობის წარმომადგენელი OMAR-S-ის შემოქმედება დამოუკიდებლად ვითარდებოდა. კარიერის დასაწყისში, როდესაც ის მუსიკის კეთების პარალელურად ავტო ინდუსტრიაში იყო დასაქმებული, ცნობილმა ლეიბლებმა Djax-Up და Strictly Rhythm ჩანაწერები დაუწუნეს, რის შემდეგაც მუსიკოსმა პირველი რელიზი OMAR-S ‎– 002 საკუთარ ლეიბლზე FXHE Records-ზე გამოსცა. Theo Parrish-თან კოლაბორაციას და Fabric Records-ისთვის ჩაწერილ ალბომს მის კარიერაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო 2007 წელს გამოსული სინგლი Psychotic Photosynthesis ონლაინ გამოცემა ,,Resident Advisor’’-მა ათწლეულის საუკეთესო ტრეკად დაასახელა. 2001 წლიდან მართავს FXHE Records, სადაც გამოიცემიან: M.Pittman, Kraftwerk, Luke Hess, Alex Smith, Kyle-Hall, Fit Siegel, Deepchord, Mr. Fingers, Octave One. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა აქვს ფანკს და სოულს, რაც მუსიკოსის დიჯეი სეტებშიც აისახება. ⊙ https://www.residentadvisor.net/dj/omars KVANCHI: DJ და პროდიუსერი VAKHO: Vodkast Records-ს დამაარსებელი, დიჯეი და ვინილ კოლექტორი.
    • Administrador del evento
      spacehalltbilisiActualiza el evento
    • Enlaces promocionales
    • Coste
      30GEL
    • ¿Hubo algún problema con el evento?
      Ponerse en contacto con el servicio de asistencia de RA tickets
  • Spacehall Opening: Omar S, Kvanchi, Vakho - Página frontal
RA